pc.gov.ge
საპროკურორო საბჭო Prosecutorial Counsil
GE
GE EN

კონტრასტი

img img

ფონტი

პლიუსი
მინუსი
საწყისი
17 ივნისი, 2025

საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატად გიორგი გვარაკიძე დასახელდა

საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატად გიორგი გვარაკიძე დასახელდა

საპროკურორო საბჭოზე, საბჭოს პროკურორმა წევრმა შოთა ტყეშელაშვილმა გენერალური პროკურორობის კანდიდატად,  საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე  გიორგი გვარაკიძე წარადგინა.

გიორგი გვარაკიძემ,  საქართველოს პროკურატურაში მუშაობა 2003 წელს სტაჟიორპროკურორის პოზიციიდან დაიწყო და წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას. იყო დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის  მოადგილე-საგამოძიებო ნაწილის უფროსი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი;  ქუთაისის რაიონული პროკურორის მოადგილე; თბილისის პროკურორი და სხვა.
ასევე, გიორგი გვარაკიძე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იკავებდა სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და  სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობებს.    

18 ივნისს, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატთან გიორგი გვარაკიძესთან გასაუბრება გაიმართება, რის შემდეგაც საბჭოს წევრები კენჭს უყრიან დასახელებულ კანდიდატს. 

გენერალური პროკურორობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად პროცესი 13 ივნისს დაიწყო.
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების  მიხედვით,  საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს მიენიჭა უფლებამოსილება დაასახელოს გენერალური პროკურორობის ერთი კანდიდატი. გენერალური პროკურორობის კანდიდატი საპროკურორო საბჭოს მიერ მხარდაჭერილად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

საპროკურორო საბჭო, მის მიერ მხარდაჭერილ გენერალური პროკურორობის კანდიდატს, შესაბამისი დასაბუთებით,  წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

სხვა სიახლეები

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორისთვის წარსადგენი რეკომენდაციები შეიმუშავა

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორისთვის წარსადგენი რეკომენდაციები შეიმუშავა

19 ივნისი, 2026
საპროკურორო საბჭოს წევრებმა გენერალური პროკურორობის კანდიდატად ხმათა უმრავლესობით გიორგი გვარაკიძე აირჩიეს

საპროკურორო საბჭოს წევრებმა გენერალური პროკურორობის კანდიდატად ხმათა უმრავლესობით გიორგი გვარაკიძე აირჩიეს

18 ივნისი, 2025
გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად, შესაბამისი პროცედურების დაწყების მიზნით, საპროკურორო საბჭოს სხდომა გაიმართა

გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად, შესაბამისი პროცედურების დაწყების მიზნით, საპროკურორო საბჭოს სხდომა გაიმართა

13 ივნისი, 2025
საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ ლონდა ბიჭიკაშვილი აირჩიეს

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ ლონდა ბიჭიკაშვილი აირჩიეს

31 დეკემბერი, 2024
საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატი შეარჩია

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატი შეარჩია

11 ივლისი, 2024
საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი შეარჩია

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი შეარჩია

10 ივლისი, 2024
საპროკურორო საბჭო საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ კიდევ ორ პირს - ალექსანდრე კობაიძეს და ანდრონიკ სარიბეკოვს გაესაუბრა

საპროკურორო საბჭო საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ კიდევ ორ პირს - ალექსანდრე კობაიძეს და ანდრონიკ სარიბეკოვს გაესაუბრა

9 ივლისი, 2024