საპროკურორო საბჭომ, საპროკურორო საბჭოს ახალ თავმჯდომარედ ფარული კენჭისყრით პროკურორი ლონდა ბიჭიკაშვილი აირჩია.
ლონდა ბიჭიკაშვილს საბჭოს სხდომის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი და მან საბჭოს თავმჯდომარის პოსტი 2 წლის ვადით დაიკავა.
საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას ამ დრომდე შოთა ტყეშელაშვილი იკავებდა.
ლონდა ბიჭიკაშვილმა საპროკურორო საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა ნდობის გამოცხადებისთვის და საპროკურორო საბჭოს საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ჩემთვის საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეობა არის პატივი, თუმცა უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ და განვიცდი. ეს არის პასუხისმგებლობა როგორც თითოეული თქვენგანის წინაშე, ასევე ჩემი კოლეგების, პროკურორების და გამომძიებლების წინაშე. მაქვს იმის იმედი, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევეცდებით და მივაღწევთ იმას, რომ შევიმუშაოთ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ღირებული რეკომენდაცია, წამოვჭრათ ბევრი ინიციატივა და ღირსეულად შევასრულოთ კონსტიტუციით გათვალისწინებული საპროკურორო საბჭოს უფლებამოსილებები “ - აღნიშნა ლონდა ბიჭიკაშვილმა.
სიახლეები
უკან სიახლეებზესაპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ ლონდა ბიჭიკაშვილი აირჩიეს
სხვა სიახლეები
საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორისთვის წარსადგენი რეკომენდაციები შეიმუშავა
საპროკურორო საბჭოს წევრებმა გენერალური პროკურორობის კანდიდატად ხმათა უმრავლესობით გიორგი გვარაკიძე აირჩიეს
საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატად გიორგი გვარაკიძე დასახელდა
გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად, შესაბამისი პროცედურების დაწყების მიზნით, საპროკურორო საბჭოს სხდომა გაიმართა
საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატი შეარჩია
საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი შეარჩია
საპროკურორო საბჭო საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ კიდევ ორ პირს - ალექსანდრე კობაიძეს და ანდრონიკ სარიბეკოვს გაესაუბრა