2024 წლის 5 ივლისს საპროკურორო საბჭო, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ კიდევ ორ პირს - ლალი ბუნტურს და დარეჯან ბუცხრიკიძეს გაესაუბრა.
მათ საპროკურორო საბჭოს წარუდგინეს საქართველოს პროკურატურის განვითარების ხედვა, სტრატეგია და საპროკურორო საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხეს.
საპროკურორო საბჭო ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას 2024 წლის 8 ივლისს, 11:00 საათზე გააგრძელებს.
გასაუბრების პროცესი ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საპროკურორო საბჭოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ,,ლაივ სტრიმით“ გადაიცემა.