2024 წლის 4 ივლისს საპროკურორო საბჭო, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ ორ პირს - ვიქტორ ახალბედაშვილს და დავით ბარბაქაძეს გაესაუბრა. მათ საპროკურორო საბჭოს წარუდგინეს საქართველოს პროკურატურის განვითარების ხედვა, სტრატეგია და საპროკურორო საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხეს.
გასაუბრების პროცესი ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საპროკურორო საბჭოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ,,ლაივ სტრიმით“ გადაიცემოდა.
საპროკურორო საბჭო ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას 2024 წლის 5 ივლისს, 11:00 საათზე გააგრძელებს.